26 დეკემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები - დავით ასათიანი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის მზად არის

ადვოკატების ნაწილის და მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა ოდენობით მეორე ადგილზე გასული ლევან ჯანაშიას ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გუშინ არჩევნები გააყალებს, თავად ასათიანი ეხმაურება. 

დავით ასათიანი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში, რათა გუშინ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხები გამოირიცხოს.

„მე შევხვდი მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ბატონ ჯანაშიას და შევთავაზე, სრულიად თავისუფალ, კიდევ უფრო გამჭვირვალე პირობებში ჩავატაროთ მეორე ტური. თუ ბატონი ჯანაშია არის მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი და დამოუკიდებელი ფიგურა ამ არჩევნებში, ის დაუბრუნდება ლეგიტიმურ პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მათი დანარჩენი ქმედება მიმართული ადვოკატთა ასოციაციის და ამ პროცესის დისკრედიტაციისა, ჩაითვლება როგორც ერთიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები, რაც იწვევს ჩვენი ასოციაციის გახლეჩას და დაშლას,“ - განაცხადა დავით ასათიანმა. 

შეგახსენებთ, რომ დავით ასათიანი არის კანდიდატი, რომელმაც გუშინ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. 

დღის ამბები