03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

დავითობას აღნიშნავენ ქუთაისშიც. დღესასწაულთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის ძეგლი და საფლავი ყვავილებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხოსნებმა და მე-3 ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა შეამკეს. მოგვიანებით, გელათის მონასტერში მეუფე კალისტრატემ წირვა აღავლინა. 

დღის ამბები