03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
სოზარ სუბარი წალკაში დევნილებს შეხვდა

დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი წალკაში იმყოფება. სუბარმა უკვე გამართა შეხვედრა, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან.

შეხვედრებზე, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა გრძელვადიანი განსახლების ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლის“ პროექტზე.

პროექტი დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად შეარჩიონ საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო მათთვის შეიძენს.

წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობის მსგავსად, ეთნიკურად ბერძნების საკუთრებაში არსებულ სახლებში ცხოვრობენ. მესაკუთრეები ქირის საფასურის გაზრდას, სახლის შესყიდვას ან დაცლას ითხოვენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოული ოჯახის საკითხი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი. კერძო მესაკუთრეებისაგან მოლაპარაკების გზით, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, ასევე დევნილ ოჯახებს საშუალება აქვთ ჩაერთონ „სოფლად სახლის“ პროექტში. გარდა ამისა, წალკის მუნიციპალიტეტმა სამინისტროს გადასცა ორსართულიანი შენობა. სამინისტრო აღნიშნულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს, რის შემდგომაც ბინას 15-მდე დევნილი ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღებს.

 

დღის ამბები