03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ახალი აღმოჩენა და უნიკალური ტურისტული მარშრუტი პრომეთეს მღვიმეში

პრომეთეს მღვიმეში ახალი მონაკვეთი აღმოაჩინეს, რომელიც ცალკეულ მღვიმეებს-პრომეთეს, ოფიჭოსა და ღლიანას გააერთიანებს. სპელეო-მყვინთავებმა 450 მეტრიანი მონაკვეთი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით შეისწავლეს სადაც ახალი სიფონების კვლევა ჩატარდა.

აღმოჩენილია ახალი განშტოება, რომელიც ძირითადად წარმოადგენს სიფონებს, წყლიან დერეფნებს და მშრალ მონაკვეთებს.

შემდგომი კვლევის შედეგად შეიქმნება სრულიად ახალი სანაოსნო ტურისტული მარშრუტი, რომელიც იქნება უნიკალური თავისი სიგრძისა და სანახაობის კუთხით. 

დღის ამბები