03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
სოფელი სკრა - ადგილი, სადაც მოსახლეობა ამინდზეა დამოკიდებული

სოფელ სკრაში დევნილების დასახლება წლევანდელ ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა. მოსალოდნელი სიცივეების მიუხედავად, აქ შეშა არავის მოუმარაგებია.
მოსახლეობამ შეშის ტალონი წელს მხოლოდ ერთხელ მიიღო, ასე რომ, მათ, ვინც ახლომახლო მდებარე ეკლიან ტოტებს არ ეზიდება, გათბობა საკუთარ ხარჯზე უწევს.

სკრის მოსახლეობა შეშით მანამდე იყო უზრუნველყოფილი, სანამ გასული წლის ოქტომბერში მათ დასახლებას გაზგაყვანილობა და გამათბობლები დაუმონტაჟდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაითვალეს, რომ სოფელი გაზიფიცირებულია და შესაბამისად, მათი შეშით მომარაგება შეწყდა, მაგრამ ბუნებრივი აირის გაშვებას მოსახლეობა ჯერ კიდევ ელოდება.
შეფერხების მიზეზის გარკვევას ზაურ ზოგაშვილი სოფლის სახელით დღემდე ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

დასახლებაში აირის გაშვების საბოლოო ვადა ამ დრომდე არც ერთმა უწყებამ არ იცის. უკვე თებერვალია, მაგრამ სკრაში ვითარება არ იცვლება. მოსახლეობისთვის დღესდღეობით გათბობაც და შეშის მოპოვებაც უფრო და უფრო პრობლემატური ხდება.

დღის ამბები