03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
"თუ ჩემმა შვილმა ეს ჩაიდინა მოკვდეს, არ მინდა,"- გიორგი სოსანაშვილის მამა

მას შემდეგ რაც გიორგი სოსანაშვილი საგამოძიებო ორგანომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილად სცნო, პოსტსკრიპტუმი დაინტერესდა თუ რას ფიქრობდნენ მისი ოჯახის წევრები. 

სოფელ საკორინთლოში  სოსანაშვილები მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ არ იციან რა მოხდა სინამდვილეში. P.S-სთან საუბრისას კი აცხადებენ, რომ თუ მათმა შვილმა ეს ჩაიდინა პასუხი უნდა აგოს. 

"ვერც ვეთანხმები ვერც ვფიქრობ, შოკირებული ვარ, თუ ჩემმა შვილმა ეს ჩაიდინა მოკვდეს არ მინდა არაფერი,"- განაცხადა გიორგი სოსანაშვილის მამამ აკაკი სოსანაშვილმა. 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული გიორგი სოსენაშვილის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი 19 ში გავიდა სახლიდან და მას შემდეგ რამდენიმე დღე არ უნდახავს. დარეჯან სოსანაშვილი თქმით მისი შვილი სახლში 2 კვირაში ერთხელ ჩადიოდა. 

სოსანაშვილები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი გაჩხრიკეს მათ შორის ბაღიც. 

 

 

დღის ამბები