21 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
კომერციული რეკლამა "საზმაუში" - მესამე სექტორი და მედიამკვლევარები პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიამკვლევარები საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან. გიორგი მარგველაშვილი მათ ხვალ მიიღებს. საუბრის მთავარი თემა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა.

კანონპროექტში წერია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, დღის განმავლობაში კომერციული რეკლამა განათავსოს.

მედიამკვლევარები ამბობენ, რომ ცვლილებები პრობლემურია და ეს იქიდანაც დადასტურდა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მოსმენაზე არც ერთმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებებს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად ყველა მაუწყებელი არის ერთ აზრზე. ვგულისხმობ კერძო მაუწყებლებს, ისინი ფიქრობენ, რომ დააზიანებს ეს კანონი ზოგადად სამაუწყებლო ბაზარს. გარდა იმისა, რომ სარეკლამო მოცულობა იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ართმევას კერძო მაუწყებელს შემოსავალს,“ - განაცხადა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს წევრი, მამუკა ანდღულაძე, ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ისედაც აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავლი, რომელიც მიბმულია ბიუჯეტზე და დამატებით შემოსავლი ძიება დიდი დარტყმას მიაყენებს პატარა მაუწყებლებს.

დღის ამბები