03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ადვოკატი გამორიცხავს ფირცხალავას ახლო კავშირს სოსანაშვილთან

ირაკლი ფირცხალავასა და სოსანაშვილს შორის კავშირის დადგენაზე მუშაობს საგამოძიებო ორგანო. 

ფირცხალავას ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები იცნობდნენ ერთმანეთს, ისინი ერთად მუშაობდნენ, თუმცა რაიმე ახლო მეგობრული კავშირი არ ჰქონიათ.

დავით ხაჟალია გამორიცხავს, 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს სოსანაშვილსა და ფირცხალავას შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს რაიმე კავშირი ჰქონდეს დანაშაულთან.

„ნამდვილად იცნობდნენ ერთმანეთს ირაკლი ფირცხალავა და სოსანაშვილი. ისინი ერთად მუშაობდნენ, პოლიციელები იყვნენ, თუმცა მათ რაიმე ახლო მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდათ ერთმანეთთან. ადვოკატმა ბრძანა ისიც, რომ 19-ში ურეკავდა ფირცხალავას, არ უპასუხა ირაკლიმ და შემდეგ მეორე დღეს დაურეკა და იკითხა, ვინ იყო, ვინ რეკავდა მასთან. ეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს. მათი ნაცნობობა ერთმანეთთან, „ფეისბუქზე” მეგობრობა და ასე შემდეგ არ წარმოადგენს იმ გარემოებებს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაიმე შუაში არის ირაკლი ფირცხალავა,” - განაცხადა ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.

რა სახის ურთიერთობაა ირაკლი ფირცხალავასა და სოსანაშვილს შორის, ამ საკითხის გარკვევას და ყოფილ პოლიციელთან შეხვედრას დღეს მისი ადვოკატი აპირებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები