26 დეკემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ატლანტის აეროპორტში თერთმეტსაათიანი შეფერხების შემდეგ ფრენები განახლდა

ატლანტის აეროპორტში ფრენები განახლდა. აეროსპორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთული გრაფიკით მუშაობს და დღეში 250 ათას მგზავრს ემსახურება, 11 საათი პატალიზებული იყო.

მიზეზი უშუქობა გახდა, რის გამოც ასობით რეისი გადაიდო, მგზავრებს კი ჩაბნელებულ ტერმინალებში ყოფნა საათობით მოუხდათ. მათი რიცხვი 30 ათასს აჭარბებს.

ამ დროისთვის აეროპორტს ელექტრომომარაგება აღუდგინეს და ფრენებიც განახლდა, თუმცა რეისების დიდი ნაწილი კვლავ გაუქმებულია.

კომპანიაში, რომელიც აეროპორტის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს, ავარიის გამომწვევ მიზეზად მიწისქვეშა სისტემაზე გაჩენილი ხანძარს ასახელებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები