03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ქუთაისში დაღუპული გოგონას ნათესავებმა გზა გადაკეტეს

ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე. პარასკევს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული 19 წლის გოგონას ნათესავები და ახლობლები დამნაშავე მძღოლის დაკავებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ნათესავების განცხადებით, ახალგაზრდა გოგონას ჯერ ვერცხლისფერი ჯიპი შეეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა. შეჯახების ძალამ გოგონა დიდ მანძილზე ისროლა, სადაც მას მეორე ავტომობილმა დაარტყა. ნათესავები ამბობენ, რომ გამოძიება მომხდარში სწორედ მეორე ავტომობილის მძღოლის დადანაშაულებას ცდილობს, ისინი კი ვერცხლისფერი ჯიპის მძღოლის დაკავებას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები