20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
„ჯაველინების“ საქართველოსთვის მიყიდვაზე აშშ-ის კონგრესმა თანხმობა განაცხადა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ „ჯაველინების“ სისტემის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება.

მინისტრის განცხადებით, ეტაპის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონი ლარი გადაირიცხება. 

„დღეს მე ოფიციალურად წარმოვადგინე დოკუმენტი, რომელიც გუშინ მივიღე და ადასტურებს, მათ შორის კონგრესის თანხმობით, აღნიშნული სისტემის საქართველოსთვის მიყიდვის საკითხს. რაც შეეხება მის შეძენას, ის ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის ფარგლებში დაახლოებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გადაირიცხება,  ხოლო მეორე ეტაპისთვის დაახლოებით 60 მილიონი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები