26 დეკემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"ის, რომ დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე იყო მინისტრობის კანდიდატების წარდგინება, შემთხვევითი არ არის" - სერგეენკო

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამი კომიტეტის გაერთიანებულ მოსმენაზე მინისტრთა კანდიდატების წარდგენა არ არის შემთხვევითი, რადგან თემები და პრიორიტეტები ერთმანეთს მნიშვნელოვნად უკავშირდება. 

„ის, რომ დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე იყო მინისტრობის კანდიდატების წარდგინება, შემთხვევითი ალბათ არ არის იმიტომ, რომ თემები და პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მზა პროექტები გვაქვს განათლების სამინისტროსთან პროფესიული გადამზადების კუთხით. რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, არამც თუ მზაობა გვაქვს, არამედ სტრატეგია არის, შექმნილი დოკუმენტი არის თავის სამოქმედო გეგმით, რომლის მიხედვითაც ვმუშაობთ ერთობლივად,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები