26 დეკემბერი 2024,   14:42
ვრცლად
"რატომ არ დადგა ჩატაევის გათავისუფლებაზე მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი"- კაპანაძემ პრემიერს განმარტებები მოსთხოვა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პრემიერ-მინისტრს თავის დროზე ახმედ ჩატაევის გათავისუფლების შესახებ განმარტებები მოსთხოვა.

სერგი კაპანაძე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაინტერესდა ჩატაევის გათავისუფლების საკითხის ფარგლებში, რატომ არ დადგა, რომელიმე პირის ან მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, იმ ფონზე, როდესაც ჩატაევი ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგომ ქვეყნიდან გაუშვეს და სტამბულში ტერორისტული აქტის მოწყობის შემდეგ, ისევ საქართველოში შემოუშვეს.

„ბატონი ჩატაევის გათავისუფლება, მერე აქედან გაშვება, მერე შემოშვება, ეს არ იმსახურებს ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს?“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად თუ როგორ აღმოჩნდა ახმედ ჩატაევი საქართველოში. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, პრემიერის თქმით  გადაისინჯა ეს საქმე და მასში საკმარისი მტკიცებულებები ჩატაევის პატიმრობაში დასატოვებლად არ აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ თქვენი ხელისუფლების პირობებში არ იყო მომზადებული საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში დარჩენილიყო და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები