26 დეკემბერი 2024,   14:45
ვრცლად
კვირიკაშვილი-მელიას დაპირიპისრების შემდეგ პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მივიდა

პრემიერ-მინისტრსა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მივიდა.

ანზორ ჩუბინიძემ არ გააკეთა განმარტებები უკავშირდება თუ არა მისი საკანონმდებლო ორგანოში მისვლა კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაურმა ურთიერთდაპირისპირების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას აგინა. მოგვიანებით მან ამ ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები