03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
უკრაინის პატრიარქმა ქართველი სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა 29 ქართველი მეომარი ორდენებით დააჯილდოვა. მისი უწმინდესობა პირდადად შეხვდა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და მადლობა გადაუხადა მათ იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხი აგრესორის პირისპირ მარტო არ არის.

ფილარეტის თქმით, უკრაინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქართველების გმირობას. უკრაინის პატრიარქმა ქართველი მებრძოლები უკრაინის სიყვარულისა და თავგანწირვისთვის ორდენებით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულ ქართველ სამხედროებს შორის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც იყო. 

დღის ამბები