03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ვახტანგ ხმალაძე პროკურატურის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების მომხრეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობას მხარს უჭერს, თუმცა აცხადებს, რომ მთავარი ამ პროცესში არის ამ უწყებების ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე.

ეს განცხადება დეპუტატმა სასტუმრო „რედისონში” გააკეთა, სადაც პოლიტიკოსებს არასამთავრობო სექტორმა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმის საკუთარი კონცეფცია წარუდგინა.

„ბოლო დროს გამოცოცხლდა პროკურატურა, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როგორშიც ვიყავით ცოტა ხნის წინ, არ არის გამორიცხულია. ამიტომ საჭიროა ისეთი რეფორმის გატარება,  რომელიც პროკურატურას ანგარიშვალდებულად აქცევს პარლამენტის წინაშე,” - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

დღის ამბები