03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ერთიანდება თუ არა ეროვნული და საატესტაციო გამოცდები - სანიკიძის პირველი კომენტარი

გაერთიანდება თუ არა ეროვნული და საატესტაციო გამოცდები, ამ კითხვაზე  ზუსტი პასუხი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს არ აქვს. თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 

თამარ სანიკიძის განცხადებით, ახალი ინიციატივა რომელზეც განათლების სამინისტრო მუშაობს, გამოცდების ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად.  

განათლების მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს აბიტურიენტები ჩააბარებენ, როგორც საატესტაციო, ასევე ეროვნულ გამოცდებს.

 

 

 

 

დღის ამბები