03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანის აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მიღმა მხოლოდ ერთი ადამიანი არ დგას

„თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

დეპუტატის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საგამოძიებო სტრუქტურები მოქმედებენ ოპერატიულად და ცხელ კვალზე ხსნიან დანაშაულს.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ დანაშაულის გახსნა არ დასრულდება ამ ეპიზოდით და ამ ფაზით, ვინაიდან რეალურად ამ დანაშაულის მიღმა დგას არა მხოლოდ ერთი ადამიანი. შესაძლოა აქ იყო კონკრეტული ინტერესი, რომელიც უნდა გამოვლინდეს, დამტკიცდეს და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ,” - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ეს განცხადება დეპუტატმა „რედისონში” გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და მესამე სექტორის წარმომადგენლები ძალოვანი სტრუქტურების რეფორმაზე მსჯელობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები