08 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
ენერგოსისტემა, კიდევ უფრო მეტად ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს - დავით ნარმანია

80 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა სემეკის ახალ წევრებად დავით ნარმანია და გოჩა შონია განხილვის გარეშე დაამტკიცა.

ოპოზიცია ორივე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ითვალისწინებს. 

თავად საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის დავით ნარმანიას თქმით, საქმიანობის აქტიური მიმართულება იქნება ის, რომ საქართველოს ენერგოსისტემა იყოს უფრო მეტად ევროპული.

“ის ევროპული ნაბიჯები, რასაც სემეკი დგამს იმისათვის, რომ რეალურად ჩვენი ენერგოსისტემა, კიდევ უფრო მეტად ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და ევროპულ ბაზაზე დაფუძნებული, ეს იქნება საქმიანობის აქტიური მიმართულებები, რაზეც ვიმუშავებთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიამ დღეს ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

"კონკრეტულად დღეს გამიჭირდება კონკრეტულ ტარიფთან დაკავშირებით ვინაიდან ჯერ ორგანიზაციაში არ მივსულვარ და არ გავცნობილვარ იმ საინვესტიციო გეგმებს და ძირითად მაჩვენებლებს რაზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშება, თუმცა აპარატი ამაზე მუშაობს და იქნება ადეკვატური გადაწყევტილება,"-აღნიშნა ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონაის თქმით, დავით ნარმანიას აქვს ძალან კარგი გამოცდილება.

“ბატონ ნარმანიას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ის არის ამავე დროს ეკონომისტი, პროფესორი, შესაბამისად მას აქვს ეკონომიკური ხედვები და ვფიქრობთ, რომ ის ძალიან სინქრონულად ჩაეწერება კომისიის მუშაობაში,“ - აღნიშნა შონიამ.

 

დღის ამბები