03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყება და 17 მარტამდე გაგრძელდება.

აბიტურიენტებსა და სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ-რეჟიმში, ცენტრის ვებგვერდზე შეეძლებათ. 

სპეციალური პრესკონფერენცია ამ თემაზე დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჩაატარა. 

„სამი სავალდებულო გამოცდა გახლავთ ისევ, ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და ერთ-ერთი უცხო ენა. მეოთხე საგანს ან საგნებს უკვე ირჩევს აბიტურიენტი, იმისდა მიხედვით, სად უნდა სწავლის გაგრძელება,” - განაცხადა შეფასებისას მიმინოშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები