08 დეკემბერი 2024,   19:31
ვრცლად
„გვაჩვენეთ, ვიცოდეთ ვინ არიან მოძალადეები!“ - ხელოვანები ზვიად რატიანის საქმეს ეხმაურებიან

ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებებს მწერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აკეთებენ.

ლაშა ბუღაძე მომხდარ ფაქტს „გაუგობარს“ უწოდებს. მწერალი იმ სამართალდამცველთა ვინაობის გამჟღავნებას ითხოვს, რომელთაც ზვიად რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უტიფრული განცხადება იმის ფონზე, თუ როგორ აწამეს, როგორ იძალადეს პოეტ ზვიად რატიანზე. სრულიად გაუგონარი ფაქტი მოხდა და ის არის ძალიან მძიმე მდგომაროებაში. ჩვენ მას ვიცნობთ და ის ცნობილია საზოგადოებისთვის და საზოგადოებისათვის უცნობ ადამიან რას უზამდნენ. დღეს ახლა უცნობი ადამიანი იქნებოდა ჩაგდებული, კაცმა არ იცის და სად და პროკურატურა რა საქმეებს შეუკერავდა მას. უკვე წარმოდგენაც კი არ არის საჭირო, როგორ დაჩაგრავდნენ.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს მოძალადეები, რომელთაც, რასაკვირველია, ეს ალბათ პირველი შემთხვევა არ ყოფილა, 7-8 კაცი, რომელიც ასე გაუსწორდა ზვიად რატიანს, ამგვარივე ძალადობრივად ისინი მოქცეულან, ალბათ, ბევრჯერ. ეს 7-8 კაცი გამოჩნდეს, გვაჩვენონ ვინ არიან ისინი. ჩვენ ვიცოდეთ ეს მოძალადეები იმიტომ, რომ ძალადობა არ არის აბსტრაქტული ცნება,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძე.

ლაშა ბუღაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დროულ და მკაფიო რეაქციას ითხოვს.

„გვაჩვენეთ, ვიცოდეთ ვინ არიან მოძალადეები,“ - აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პოეტმა რატო ამაღლობელმა, რომელმაც განაცხადა, რომ ზვიად რატიანის საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ და ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაცული იყვნენ მსგავსი შემთხვევებისგან. 

დღის ამბები