07 დეკემბერი 2024,   07:23
ვრცლად
"თავისუფალი არჩევნების დღე" - მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის აქცია გაიმართა

ოპოზიცია სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, ოპოზიციამ ქალაქის ცენტრში აქცია სახელწოდებით "თავისუფალი არჩევნების დღე" გამართა. ანტისამთავრობო მიტინგი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ილია იაშინის, მიერ იყო ორგანიზებული.

სამართალდამცველებმა წინასწარ გააფრთხილეს მონაწილეები, რომ შეკრების საშუალებას არ მისცემდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, მოედანზე ასობით ადამიანი მაინც მივიდა.

ლერმონტოვის სკვერში პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა, ძალოვანები ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან. ამ დროისთვის ინფორმაცია დაკავებების შესახებ არ გავრცელებულა. 

დღის ამბები