07 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე - პოეტი პოლიციელებს ცემაში, შსს კი პოეტს სამართალოდამცავების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

პოეტ ზვიად რატიანის საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს. სწორედ ხვალ გაირკვევა, დაუმტკიცდება თუ არა დანაშაული, რომელსაც მას პოლიცია ედავება. კერძოდ, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა.

ზვიად რატიანი პოლიციელებმა გუშინ, ღამით, დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 საათზე მეტი გაატარა. ხელწერილით გათავისუფლების შემდეგ კი მან თქვა, რომ ის რამდენიმე პოლიციელმა სცემა და, გარდა ამისა, ძალადობა ხელკეტებით 4 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ზვიად რატიანის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.

მალევე შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ გენერალურმა ინსპექციამ პირველადი მოკვლევით ორივე მხარის ბრალეულობა გამოავლინა. გამოძიების დასრულებამდე კი ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ზვიად რატიანმა სამართალდამცავების წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთა, საპასუხო განცხადებით გამოვიდა შს მინისტრის მოადგილე. მან თქვა, რომ რატიანი ნასვამი იყო და სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველ ვიდეოს კი მტკიცებულებად, შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყება ხვალ სასამართლოში წარადგენ.

შსს-ს საპასუხო განცხადება გამოეხმაურნენ ხელოვანები, რომლებმაც მინისტრის მოადგილის განცხადებას "უტიფრობა" უწოდეს. მათ „მოძალადე“ პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები