ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.
დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაც კანონის შესაბამისად, 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
თუმცა, გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, პირადი გამორჩენის მიზნით, ჯარიმა არ დაწერეს და ბიუჯეტს ზიანი მიაყენეს.
წაყენებული ბრალი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.