ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას კავშირს იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან გამორიცხავს სამართალდამცველთა დაცვის ლიგა.
ორგანიზაციამ და ბრალდებულის ადვოკატმა დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთეს. ლიგის წევრები ფირცხალავა-სოსანაშვილის ახლო ურთიერთობას უარყოფენ. მათი განმარტებით, სატელეფონო ზარები, რომლებზეც გამოძიება მიუთითებს, სადღესასწაულო მილოცვას უკავშირდებოდა.