26 დეკემბერი 2024,   14:42
ვრცლად
"აქ არ არის მხოლოდ რატიანზე საუბარი, არის კიდევ არაერთი ადამიანი ვინც არ გაახმაურა ასეთი ფაქტები"-გიორგი ტუღუში

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში იმ რეიდებს იხსენებ, რომელიც გიორგი მღებრიშვილმა განახორციელა. მისი თქმით მაშინაც მოქალაქეები უჩიოდნენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. გიორგი ტუღუშის განცხადებით იგივე გაიმეორა ახალმა მინისტრმაც. მან ზვიად რატიანის საქმეზე პასუხისმგებლობა დააკისრა სახელმწიფოს და აღნიშნა, რომ ამ ადამიანს ეტყობა დაზიანებები და "ნება იბოძონ შესაბამისმა უწყებებმა და გამოიძიონ ეს ფაქტი."

გიორგი ტუღუშის განცხადებით სწორი გზით სიარული ნიშნავს არა იმას, რომ სახალხოდ დასაჯონ პოლიციელი, აქ საუბარია იმაზე, რომ მოხდეს კანონის სრული დაცვის გამოძიება და ყველა პირმა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

„აქ არ არის მხოლოდ რატიანზე საუბარი, არის კიდევ არაერთი ადამიანი და გასაგებია ეს ფაქტი გახმაურდა მაგრამ კიდევ იქნებოდა არაერთი, რომელიც უბრალოდ მედიის ყურამდე არ მივიდა. ეს არის შევარდნაძის დროში ჩაბრუნება,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ეს პრაქტიკა დაბრუნდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ქვეყანაში არის კომპლექსური პრობლემა და ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ბალანსის დაცვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები