26 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
„ნუ გონია მთავრობას, ხელისუფლებას, რომ ეს შერჩებათ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მიმართა. მაჩალიკაშვილი ამ დრომდე თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სოფელ დუისის მცხოვრებს გუშინ სამართალდამცველებმა დაკავების დროს ესროლეს, მას თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს.

„მე მითხრეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწია და იმიტომ ვესროლეთო. ოღონდ შუბლში გამავალი ტყვია პირდაპირ იმ „სტენკაზე“ არის გასული. საერთოდ ეს ბავშვი არ არის ლოგინიდან წამომდგარი. ეგრევე ესროლეს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ სოფელ დუისის ხეობაში მომხდარ ინციდენტს ბოლომდე გამოიძიებს.

„ნუ გონიათ საქათველოში მაცხოვრებელ, ხალხს არ ვგულისხმობ, ზემდგომებს, მთავრობას, ხელისუფლებას, ეს თუ შერჩებათ,“ - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები