03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობს "თავისუფალი თაობა?" - კავშირი ფირცხალავასა და სოსანაშვილს შორის

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" ავრცელებს ინფორმაცია, რომ ირაკლი ფირცხალავა და გია სოსანაშვილი ერთმანეთს იცნობდნენ და ისინი ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. 

"თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ მან გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა მოქმედი პოლიციელების 18-კაციანი სია, რომლებიც ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგასთან" ერთად ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ოქტომბერში გამოქვეყნებულ 18-კაციან სიაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილიც არის. 

ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ მას აქვს, როგორც ფოტო, ასევე აუდიოჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ. 

ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ბრალდებებს დღეს "სამართალდამცველთა დაცვის ლიგაში" უპასუხეს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათ მსგავსი განზრახვა არც ჰქონდათ და არც აქვთ. 

"კურიერთან" კომენტარი გააკეთა სადღობელაშვილის სიაში მოხვედრილმა კიდევ ერთმა პირმა დავით დათაშვილმა. ის აცხადებს, რომ მას პოლიციაში არასდროს არ უმუშავია. 

დათაშვილი სადღობელაშვილის სიას აბსურდულად აფასებს და აცხადებს, რომ "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელმა სია facebook-ს ლაიქებისა და კომენტარების საფუძველზე შეადგინა. 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები