03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დღეიდან რეგისტრაცია იწყება


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. აბიტურენტებს და სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა დილის 10 საათიდან 17 მარტის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველები ვებ-გვერდზე www.naec.ge; online.naec.ge უნდა დარეგისტრიდნენ.
აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება. ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება. მიმდინარე წელსაც აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები