26 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
დევნილ 445 ოჯახს გორში ბინები გადაეცა

დევნილ 445 ოჯახს გორში ბინები გადაეცა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ავარიული შენობა დაიხურა და იქ მცხოვრები ადამიანები ახლად აშენებულ 8 კორპუსში შესახლდნენ.

დევნილებს ბინები საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადასცეს.

რაც შეეხება გასანაწილებლად დარჩენილ 35 სამოთახიან ბინას, მათზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდა.

დღეს პრემიერს და დევნილთა მინისტრს საპროტესტო აქციით დახვდნენ ის დევნილები, რომლებიც ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან საცხოვრებელი ფართების გადაცემას. 

დღის ამბები