26 დეკემბერი 2024,   14:53
ვრცლად
გამაფრთხილებელი აბრები საშიშ ზონებთან - ავარიული სკოლა სოფელ ფლავში, სადაც 450 მოსწავლე სწავლობს 

ოკუპაციის საზღვრისპირა სოფელ ფლავის საჯარო სკოლის შენობა, რომელშიც 450 მოსწავლე სწავლობს, იშლება. დაზიანებულია კედლები და სახურავი. გამაფრთხილებელი აბრები საშიშ ზონებთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ უკვე დაკიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ავარიულ საკლასო ოთახებში ჭერიდან ბათქაში ცვივა, წვიმის დროს კი, წყალიც ჩადის. ფლავის საჯარო სკოლა უკვე წლებია ასეთ მდგომარეობაშია, თუმცა მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

შენობის ავარიულობის გარდა, პრობლემაა გათბობაც, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც. მოზარდების მშობლები სკოლაში სიცოცხლისთვის საშიშ გარემოზე საუბრობენ და პრობლემის მოგვარებას შესაბამისი უწყებებისგან ელოდებიან.

ჯერჯერობით გაურკვეველია, გამოიყოფა თუ არა ფლავის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა 2018 წლის ბიუჯეტიდან.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

 

დღის ამბები