09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია

ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა ეს ერთ-ერთ განსახილველ საკითხად ისევ რჩება. ამის თაობაზე თეთრ სახლში ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აქვე აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი, თუ დიპლომატია ვერ იმუშავებს. ანგელა მერკელი ერთ-ერთია იმ ევროპელ ლიდერებს შორის, ვინც კიევისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას არ უჭერს მხარს.

დღის ამბები