26 დეკემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"უცნობის" სიძე, გიორგი შარაშიძე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დღეს მეორედ მივიდა

მომღერალ "უცნობის" სიძე, გიორგი შარაშიძე ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე დღეს მეორედ მივიდა. საგამოძიებო უწყებას შპს „კონტრაქტ ვიჟენის“ მფლობელის მიმართ კითხვები „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით აქვთ, სადაც საუბარი კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟს უკავშირდება.

გიორგი შარაშიძე  აღნიშნავს, რომ მისმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, რაც „უცნობის“ სიძის თქმით, ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება. გიორგი შარაშიძე ამ საქმის შესახებ დაწყვეულ გამოძიებას, მისი და მისი სიმამრის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს უკავშირებს.

„ორი საჩივარი გვაქვს შეტანილი, ერთი სასამართლოში, ერთი კონკურენციის სააგენტოში და ამაზე არის ატეხილი ძალიან დიდი ამბავი იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული დარღვევები იკვეთება. ამ პროცესში, იმის მაგივრად, რომ დაველოდოთ ყველა გამოძიებას და ვნახოთ, რა შედეგებს დადებს, ხდება ასეთი გაურკვეველი საქმეები,“ - განაცხადა შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძემ გუშინ და დღეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. გუშინ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ შარაშიძე აცხადებდა, რომ ლილოს დასახლებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ შარაშიძეს ნებართვისთვიუს არ მიუმართავს.

დღეს კი შარაშიძემ განაცხადა, რომ მის კომპანიას შენობების დემონტაჟთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ადვოკატის, შოთა მანელიძის თქმით, კომპანიამ თავის კუთვნილი ვალდებულება შეასრულა.

სწორედ „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო გამოძიება 182-ე მუხლით, რაც დიდი ოდენობით ქონების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები