18 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
„კურიერის“ ექსკლუზივი - "უცნობის" ოჯახის საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა

კურიერის ექსკლუზივი - მომღერალი "უცნობის" ოჯახის საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საგამოძიებო სამსახურში სწავლობენ, სად გაქრა ლილოში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი სამი შენობა.

2016 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანიას 326 ათას ლარად 13 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწა და ოთხი შენობა გადასცა. „უცნობის“ ოჯახს მინა-პლასტიკის საწარმო უნდა აეშენებინა და 700 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

გაჩეჩილაძეებმა პირადობა დაარღვიეს, არც ფული გადაიხადეს და არც საწარმო ააშენეს, ამიტომ 2017 წლის ზაფხულში მათ ქონება ჩამოართვეს და სახელწმიფომ უკან დაიბრუნა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქონების მართვის სააგენტოსათვის გადაცემულ ტერიტორიაზე ისევ დგას 4 შენობა, მაგრამ რეალურად შენობები ზაფხულში აღარ იყო.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, ამტკიცებს, რომ ოთხი შენობის დემონტაჟის და ნაწილებად გაყიდვის შედეგად გაჩეჩილაძეებმა სახელმწიფო ნახევარი მილიონი ლარი მოჰპარეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებამ კურიერისგან შეიტყო, რომ სახელმწიფო ქონება მიწასთან იყო გასწორებული. უწყებამ ადგილზე სპეციალური ჯგუფი გააგზავნა და მოგვიანებით განაცხადეს, რომ სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

შემდეგ უცნობის სიძეს, გიორგი შარაშიძეს, დავურეკეთ რათა დაგვეზუსტებინა, ვისთან შეათანხმა სახელმწიფო კუთვნილი შენობების დანგრევა და ნაწილებად გაყიდვა.

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დოკუმენტის შესწავლა უკვე დაიწყო, სავარაუდოდ, დაკითხვაზე უცნობის სიძესაც დაიბარებენ.

დღის ამბები