26 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
კაიროში კოპტ-ქრისტიანებზე თავდასხმა 2-ჯერ განხორციელდა

ეგვიპტელი სამართალდამცველები კოპტ-ქრისტიანებზე მომხდარ თავდასხმებს იძიებენ. ორი ინციდენტი მცირე ინტერვალით კაიროში მოხდა. პირველი სამიზნე კოპტურ ეკლესია გახდა. შეიარაღებული პირები ტაძარის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი პოლიციელია. მაშველებმა საავადმყოფოში 5 დაშავებული გადაიყვანეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი სამართალდამცველებმა საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს, მეორე კი დააკავეს.

მოგვიანებით კაიროს იმავე რაიონში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირი კოპტების მაღაზიას გაუხსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. გამოძიება დანაშაულის მოტივის დადგენას ცდილობს და ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობს.

დღის ამბები