26 დეკემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"უცნობის" სიძე, გიორგი შარაშიძე 5 საათზე მეტია, დაკითხვაზე იმყოფება

პრემიერ-მინისტრთან "სიტროენის" საქმეზე დაპირისპირებული მომღერალის, "უცნობის" სიძე ორი დღეა, გამოძიების კითხვებს პასუხობს. გიორგი შარაშიძე უკვე 5 საათზე მეტია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.

სამართალდამცველებს აინტერესებთ „კურიერში“ გაშუქებული ფაქტის დეტალები, რომელიც შარაშიძის კომპანიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობების უკანონო დემონტაჟს უკავშირდება.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მითვისების მუხლით მიმდინარეობს.

გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მისმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, რაც „უცნობის“ სიძის თქმით, ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება. გიორგი შარაშიძე ამ საქმის შესახებ დაწყებულ გამოძიებას მისი და მისი სიმამრის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს უკავშირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები