26 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
საპროტესტო აქცია „სოკარის“ ოფისთან - გორის მოსახლეობა აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე, თითქმის, ორმაგი საფასური გადაიხადეს

საპროტესტო აქცია სოკარის ოფისთან - გორის მოსახლეობა გაზის გადასახადს აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაახალწლოდ ბუნებრივ აირზე, თითქმის, ორმაგი საფასური გადაიხადეს.

უკმაყოფილო მომხმარებლებმა დღეს კომპანია სოკარის შენობასთან აქციას გამართეს. რატომ იხდიან ბევრად მეტს იგივე რაოდენობის ბუნებრივი აირისთვის, აქციის მონაწილეები პასუხს კომპანიის ხელმძღვანელებისგან ითხოვდნენ.

იმის გასარკვევად, იტყუება თუ არა ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია, გორელები შესაბამის უწყებების მიმართავენ.

კომპანია სოკარიდან დღეს აქციის მონაწილეებთან არავინ გამოსულა. შენობაში მხოლოდ საავარიო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

გორელები ამბობენ, რომ, თუ საკითხი არ გაირკვევა და კომპანია განმარტებებს არ გააკეთებს, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები