08 დეკემბერი 2024,   19:57
ვრცლად
"საახალწლო საჩუქარი მოგვართვეს - დენი, წყალი და გაზი გაძვირდა“ - მოსახლეობას ტარიფების მატება მძიმე ტვირთად დააწვება

2018 წლის პირველი იანვრიდან დენის, გაზისა და წყლის გადასახადი გაიზარდა. მოსახლეობას ტარიფების მატება მძიმე ტვირთად დააწვება.

70 წლის მადონა გაბადაძე ამბობს, რომ ახალი 2018 წელის მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იქნება. მარტოხელა პენსიონერმა სამკურნალოდ ბანკიდან სესხი წლების წინ გამოიტანა და პენსიდან 100 ლარს ისედაც ბანკში იხდის, გაზრდილი კომუნალური გადასახადების შემდეგ კი, შიმშილისა და სიცივისთვის არის განწირული.

„საახალწლო საჩუქარი მოგვართვეს - დენი, წყალი, გაზი გაძვირდა. არ მინდა ასეთი არც ქვეყანა, არც არსებობა ამ ქვეყანაში. რაც მალე მოკვდები და არ ვიქნები ამ ქვეყანაში, მით უკეთესი. დავისვენებთ ამ მთავრობის მათხოვრად გადაქცეული ხალხი,“ - ამბობს მადონა გაბადაძე.

69 წლის მარიამ ქამუშაძეს სახლში, ეკონომიის მიზნით, ჯერ გათბობაც არ ჩაურთავს.

მძიმე ახალი წელი მოდის 79 წლის ლეილა ქავთარაძისა და 80 წლის ვენერა ხრიკულისთვის, მარტოხელა პენსიონერებს სუფრაზე არაფერი ექნებათ. პენსია წამლებში დახარჯეს და იმის გამო, რომ თანხა არ ეყოთ, რამდენიმე თვეა, წყლის გადასახადს ვერ იხდიან. გაზი კი ისედაც არა აქვთ.

 

დღის ამბები