26 დეკემბერი 2024,   15:07
ვრცლად
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს

საქართველოში გაყიდვასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. კანონი ამ მიმართულებით არც სხვა შეზღუდვებს იცნობს. ევროკავშირის ქვეყნებში პიროტექნიკა არასრულწლოვნებისთვის მიუწვდომელია.

მოწყობილობების გაყიდვა დაუშვებელია მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ღია ცის ქვეშ, რომ არ მოხვდეს მზის სხივი და ნესტი. საქართველოში კი არც შენახვის პირობებს იცავენ და ხშირად ვადაგასულ პროდუქციას ყიდიან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა, საახალწლო პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით უკვე 30-მდე მოზარდი დაშავდა. ყველა არასრულწლოვანია, მათგან ერთს კი ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ხელი დაუზიანა და თითების ამპუტაცია დასჭირდა.

პიროტექნიკის უსაფრთხოების ზომების დაცვის მთავარი პრევენცია ინსტრუქციის გაცნობა და მისი შესრულებაა, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ესეც შეუძლებელია. ასაფეთქებელ მოწყობილობებზე ინსტრუქცია, ძირითადად, უცხო ენაზეა, რაც კანონის დარღვევაა.

პიროტექნიკის ხარისხისა და უსაფრთხოების მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს. პიროტექნიკის შემადგენლობა ქიმიურია და ის უსაფრთხო ვერ იქნება, ამიტომ ერთადერთი პრევენცია სიფრთხილეა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს გართობა საშიშია ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის. პიროტექნიკისგან მიყენებული დაზიანებებით კლინიკებში მხოლოდ არასრულწლოვნები არ ხვდებიან.

დღის ამბები