26 დეკემბერი 2024,   14:43
ვრცლად
მაუწყებელმა, რომელმაც პრემიერის ბილწსიტყვაობა არ გააშუქა, შსს-ის წარმომადგენლების მიერ მობილურით გადაღებული კადრები გააშუქა - ირაკლი ტაბლიაშვილი

„ჩვენ არ ვიცავთ პოეტ რატიანს, ჩვენ ვიცავთ, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქე რატიანს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა, განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.

მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანთან დაკავშირებული კადრების გაშუქებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძე და სხვები, მათ შორის ია ანთაძე არიან პასუხისმგებელნი.

„მაუწყებელმა, რომელმაც რამდენიმე ხნით ადრე პრემიერის ბილწსიტყვაობა არ გააშუქა, მეორე შემთხვევაში უარყოს ის ე.წ. პრინციპი, ვითომ ეთიკური და ესთეტური და გააშუქა შსს-ის წარმომადგენლების მიერ საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები. ამით მაუწყებელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ვალდებულებით დამოკიდებულებაშია ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში შსს-სთან და არ არის საზოგადოების პარტნიორი,“ - აღნიშნა ტაბლიაშვილმა. 

ის შინაგან საქმეთა მინისტრისგან არა მხოლოდ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ითხოვს კითხვებზე პასუხს, არამედ საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზეც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები