03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ბორჯომში დაღუპული პოლიციელი დაკრძალეს [ფოტო]

ბორჯომში პატრულირების დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი პოლიციელი გიორგი მახარაშვილი დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.

„ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს და მის კოლეგებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომელიც გვიცავს თითოეულ ჩვენგანს, იცავს ჩვენს სიმშვიდეს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად სრულდება; მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მადლიერი ვართ მათი თავდადებისათვის და პატივს ვცემთ მათ ღვაწლს,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დაკრძალვის ხრჯები სრულად გაუღო შინაგან საქმეთა სამინისტროსმ, პოლიციელის ოჯახის წევრებზე მზრუნველობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

23 იანვარს ლიკანში პატრულირების დროს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა შალვა აბულაძემ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლით დაჭრა. ის 6 თებერვალს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები