რუსეთის პატრიარქმა, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს იუბილე მიულოცა, თუმცა ოფიციალურ წერილში საქართველოს პატრიარქი სრული ტიტულით არ მოიხსენია.
ჩამონათვალიდან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამოღებულია და ილია მეორე მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არის მოხსენიებული.
იგივე შინაარსის წერილი გამოუგზავნა პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავზეც.
ილია მეორის ტიტულს ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქია 2010 წლიდან დაემატა.