27 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
სასამართლო დღეს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულების საკითხზე იმსჯელებს

პანკისსა და თბილისში 2 კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების საკითხზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. შექმნილ ვითარებაში წინასასამართლო სხდომამდე აღმკვეთი ღონისძიების გადახედვას კანონი ითვალისწინებს.

ბრალდებულებს მათ შორის ზურაბ გორნაკაშვილს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ და მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

“გადაიწია წინასასამართლო სხდომის თარიღი და ამასთან დაკავშირებით სასამართლო უნდა გაიმართოს. სასამართლო ვალდებულია კანონით, რომ აღმკვეთზე იმსჯელოს. აღმკვეთზე იმსჯელებს, სხვა საკითხები არ იქნება განხილული. რა თქმა უნდა არ აღიარებს, მომავალში რა იქნება ამას ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ.  

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ჯგუფთან რაიმე კავშირს დაადასტურებს.

„კანონის თანახმად ხდება აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს. რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამ ეტაპზე არ აღიარებს დანაშაულს. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იყენებს დუმილის უფლებას,“ - აცხადებს ოაიფ ბორზიევის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე.

დღის ამბები