06 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
თელავში ქარმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წააქცია

სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად ათამდე საცოვრებელ სახლს და რამდენიმე ობიექტს, მათ შორის მუსიკალურ სკოლასა და სტომატოლოგიურ კლინიკას სახურავი აქვს გადახდილი.

დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც, მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

ძლიერი ქარის შედეგად, წაქცეულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ზარალს დღის განმავლობაში დაითვლიან.

დღის ამბები