09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას მერიის კეთილმოწყობის სამსახურში არსებულ დარღვევებზე მასალებს მიაწვდის

მთავარ პროკურატურას მიმართვენ თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ისინი უწყებისაგან მერიის კეთლიმოწყობის სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ.

საკრებულოს წევრის ირაკლი აბესაძის განმარტებით, დასადგენია, როგორ დაიხარჯა საგზაო სამუშოებისთვის გამოყოფილი 5 მილიონამდე ლარი, რომელიც ორ კომპანიაზე გადანაწილდა.

საკრებულოს უმცირესობის ინფორმაციით, გამოვლინდა საბიუჯეტო თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტები. ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს პროკურატურას ამ მასალებს მიაწვდიან. 

„გვსურს დღეს ვილაპარაკოთ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც უკავშირდება 2 კომპანიას, რომელთანაც გაფორმდა დაახლოებით 5 მილიონი ლარის სამუშაოებზე ხელშეკრულებები და როგორ მიმდინარეობს ეს საგზაო სამუშაოები, რამდენად ხარისხიანად, ასევე, როგორ ხდება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა და ძალიან დიდი ეჭვია ასევე, რომ ხდება ამ თანხების მითვისება,” - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

თბილისის მერიაში კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ განცხადებამდე საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები