ავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი ქალაქ ნიუ-კასლის შემოგარენში ეროვნულ პარკს უკიდია.
რეგიონში სამაშველო ჯგუფები და ავიაციაა მობილიზებული, თუმცა, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სწრაფად ვრცელდება, შედეგად ჩნდება ცეცხლის ახალი კერები.
ხანძარმა უკვე ათობით ჰექტარი დააზარალა და უკვე დასახლებებსაც უახლოვდება. სტიქიის გამო ჩაიკეტა ავტომაგისტრალები. საფრთხის გამო დროებით მუშაობა შეაჩერა ნიუ-კასლის საერთაშორისო აეროპორტმა.
მეტეოროლოგების განცხადებით, უახლოეს დღეებში რეგიონში ისევ ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.
ხელისუფლებამ მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა.