08 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
დაკავება იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. ბათუმში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნთქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, WALTHER PPK-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები