27 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასაკითხად ერთ პირს ეძებს

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის სამუშაო კაბინეტში, ექსპერტ კრიმინალისტებმა უკვე მუშაობა დაასრულეს. ადგილზე ცოტა ხნის წინ პოლიცია მივიდა, სადაც ე.წ. სტამბოლის ბაზრის თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

მკვლელობის ვერსიაზე გარდაცვლილის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ მედიასთან ურთიერთობა სამართალდამცველებმა აუკრძალეს.

ბაზრის მოვაჭრეების განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციის თანამშრომლები ერთ პირს ეძებენ, რომლის დაკითხვაზე გადაყვანაც სურთ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში მიიყვანეს პირი, რომელმაც გენერალი სამსონ ქუთათელაძე ბოლომ ნახა, მან ასევე ნახა ის პირი, რომელიც მასთან ერთად ქუთათელაძის კაბინეტში შევიდა.

კომენტარი გააკეთა ბაზრის მენეჯერმაც, რომელიც აცხადებს, რომ ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული კამერებიდან სამართალდამცველებს ჩანაწერები ჯერჯერობით არ ამოუღიათ. მისივე თქმით, ქუთათელაძეს კონფლიქტი და პრობლემა არ ჰქონია. გასროლის ხმა ბაზრის არცერთ თანამშრომელს არ გაუგია.   

საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის ბაზრის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები