19 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
"ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში და დახვდა შეურაცხყოფა, მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი, უკვე ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის იუსტიციის საბჭოს წევრად წარდგენასთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ საუბრობს.

ანა დოლიძის წარდგენას უმრავლესობის ზოგიერთი წევრებისგან გარკვეული რეაქცია მოჰყვა და განაცხადეს, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურად მიუკერძოებელი ვერ იქნება.

„ანა დოლიძეს არ ექნება და არც აქვს იმის მოლოდინი, რომ ჩემგან რამე პოლიტიკური მესიჯი ჰქონდეს. დღევანდელი დღიდან ის არის იუსტიციის საბჭოს წევრი და აღარ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად, მას აქვს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში რამდენჯერმე და პარლამენტში დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა და მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა. ანა დოლიძემ მარტომ,  ტრიბუნასთან მდგარმა, მოახერხა და ყველა ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ მედიის მეშვეობით, რაღაც მდარე განცხადებები აკეთონ, ერთმა ქალბატონმა, მაღალმა კვალიფიციურმა იურისტმა, ეს ყველაფერი იქვე იმ სივრცეში დაულაგა ამ ადამიანებს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები