26 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
პიარ საფრთხეებს ვხედავდი - არშემდგარი დემოკრატია, არშემდგარი კონსტიტუცია - პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ხელმოწერას ხსნის

პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციის მიღება ერთპარტიულად მოხდა, ამიტომ, მას უკვირს ამ ფონზე 2018 წელს რატომ დააკვირდება Freedom House.

„ამ ტრაგიკომედიაში ვიყავით მთელი 2017 წელი და 2018 წელს დაგვაკვირდებიან კონსტიტუციაზე? დაგვაკვირდნენ. შემიძლია Freedom House-ს ვუთხრა, რომ კონსტიტუცია უკვე მივიღეთ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კონსტიტუციაზე ხელის არმოწერით ქვეყნის იმიჯი შეილახებოდა საერთაშორისო არენაზე და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ხელმოწერის.

„ვხედავდი საფრთხეებს ხელის არმოწერის შემთხვევაში, პიარ საფრთხეებს - არშემდგარი დემოკრატია, არშემდგარი კონსტიტუცია, ქვეყნისთვის საშიშროებას ვხედავდი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები